ბახტრიონის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე განახლდა

ბახტრიონის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე განახლდა

76
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა.
გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება განხორციელდა და ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა.
დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
აღნიშნული სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „ტაომ“ შეასრულა, რისთვისაც 73 468 ლარი გამოიყო.

კომენტარი