ვარკეთილში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვარკეთილში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

76
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რევაზ სოხაძესთან ერთად გაეცნო.

ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, N425 კორპუსის მიმდებარედ. პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის ახალი სტადიონის შემოვლითი ქსელების მოწყობა ხორციელდება. 410 გრძივი მეტრი წყალმომარაგების ახალი ქსელი ეწყობა, ასევე მოხდება წყალარინების მილების გაყვანა.

პროექტის შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 153 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი „თი ბი ჯი“ ახორციელებს.

კომენტარი