ოქროყანაში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ოქროყანაში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

83
გაზიარება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ოქროყანაში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო. პროექტის ფარგლებში, 500 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ახალი საფარი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი