ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

62
გაზიარება

დიდუბის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ამ ეტაპზე, სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

სამუშაოების შედეგად, 4 170 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოწესრიგდება საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. ამ დროისთვის, ასფალტის დასაგებად ტერიტორიაზე საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ 166 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

დიდუბის გამგეობამ უკვე დაასრულა ჭიაურელის ქუჩის ქვედა ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუჩაზე გასულ წელს სანიაღვრე ქსელიც მოეწყო. პროექტის განხორციელებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და მიმდებარედ განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებს დიდი ხნის პრობლემა გადაუჭრა.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო.

კომენტარი