მაშველებმა კნუტს დახმარება აღმოუჩინეს

მაშველებმა კნუტს დახმარება აღმოუჩინეს

79
გაზიარება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ინიციატორის მომართვის საფუძველზე, გასაჭირში მყოფ კნუტს დახმარება აღმოუჩინეს.

გორგასლის ქუჩაზე, რესტორანი კრწანისის სარდაფიდან გამავალ რკინის კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი რამდენიმე დღის განმავლობაში ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.
რესტორნის თანამშრომლებს მისი ხმა ესმოდათ, თუმცა ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს.

მაშველებმა კნუტი უვნებლად დაუბრუნეს ბუნებრივ არეალს. დღეიდან მასზე რესტორანი „კრწანისის“ თანამშრომლები იზრუნებენ.

კომენტარი