საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

66
გაზიარება

ამჟამად, სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N19, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩა II გასასვლელი N2ა-სა და პატარა დიღომში, ასევე, ფერაძის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, დაიგება ხელოვნური საფარი, ასევე, ლითონის ღობეები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება. სპორტული მოედნების განახლებისთვის, დაახლოებით, 100 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარი