ჩუღურეთის რაიონში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო გაიხსნა

77
გაზიარება
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას N21-ში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო გაიხსნა. ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე, მუნიციპალური სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ქიტიაშვილი და მისი მოადგილე მოქალაქეთა მომსახურების განვითარების მიმართულებით, ნათია ლატარია, ესწრებოდნენ. „დღეიდან ყველა ჩუღურეთელს შეუძლია განცხადება ჩიტაიას N21-ში შეიტანოს. სერვისცენტრში შექმნილია მოქალაქეზე ორიენტირებული გარემო, რომელიც, ასევე, ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე, მოხსნილია ხელოვნური ბარიერი, მოწყობილია ტაქტილური ბილიკი და შესაბამისი დაფა ბრაილის შრიფტით. რაიონულ სერვისცენტრში მომსახურების მიღება შესაძლებელია 9:00-დან 18:00 საათამდე“, -განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

კომენტარი