აეროპორტის დასახლებაში ახალი სტადიონი გაიხსნა

აეროპორტის დასახლებაში ახალი სტადიონი გაიხსნა

81
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას და სპორტული სივრცეების მოწყობას განაგრძობს. კიდევ ერთი სპორტული მოედანი აეროპორტის დასახლებაში, N35 კორპუსის მიმდებარედ გაიხსნა.

ხელოვნურსაფარიანი მოედანი 720 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. სტადიონთან მოეწყო გარე განათების სისტემა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებულ მოედანთან სპეციალური პანდუსი მოეწყო და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნა.

პროექტის ღირებულება 115 263 ლარია. სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „კვადრელი“ შეასრულა.

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 10 ახალი სპორტული მოედანი მოაწყო.

კომენტარი