ბაგების სტუდქალაქის N5 კორპუსში სამგზავრო ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა

ბაგების სტუდქალაქის N5 კორპუსში სამგზავრო ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა

69
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. ბაგების სტუდქალაქის N5 კორპუსში სამგზავრო ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა. ერთი ლიფტის განახლება კორპუსში უკვე დასრულდა, თუმცა დიდი დატვირთვის შედეგად გამოწვეული ხარვეზების გამო, აუცილებელია მეორე ლიფტის მოწესრიგება.

შესაბამისი ბრძანება ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ, გადასცა.

ორივე ლიფტის გამოცვლის სამუშაოების ღირებულება, ჯამში, 123 000 ლარს შეადგენს.

კომენტარი