გლდანის რაიონში, მერვე მ/რ-ის N17 კორპუსში, წყალარინების ქსელი იცვლება

გლდანის რაიონში, მერვე მ/რ-ის N17 კორპუსში, წყალარინების ქსელი იცვლება

55
გაზიარება

გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსში წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დაახლოებით, 460 გრძივ მეტრზე, ათივე სადარბაზოში ხორციელდება.

პროექტს გამგეობა 100 %-ით აფინანსებს და ბიუჯეტიდან 122 280 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროგრამით წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია კიდევ ექვს მისამართზე მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, გულია გოცირიძესთან, ერთად გაეცნო.

კომენტარი