კანდელაკის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა

კანდელაკის ქუჩაზე წყალარინების ქსელი ეწყობა

80
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩა N8 და N10 კორპუსების წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მილები და ჭები. კანდელაკის ქუჩა N8-ში 107 გრძივ მეტრზე, ხოლო კანდელაკის ქუჩა N10-ში – 175 გრძივ მეტრზე, წყლისა და წყალარინების ქსელი მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე, გაეცნო.
პროექტის დასრულების შემდეგ, 162 ოჯახს არსებული პრობლემა მოუგვარდება.
ორივე პროექტი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 091 ლარი გამოიყო.

კომენტარი