სამგორის რაიონის მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

58
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში საზგაო ინფრასტრუქტურას რამდენიმე მისამართზე აწესრიგებს. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი დოხტურიშვილთან, ერთად გაეცნო.

მეათე კვარტლის ე, დ, გ კორპუსების შიდა და გარე ეზოებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. შიდა ეზოში შეიცვალა წყალარინების ქსელი და დაიგო ასფალტის საფარი.

კაპიტალურად წესრიგდება კორპუსების გარე ეზოც; ამ ეტაპზე, 1500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი; აღნიშნული პროექტის შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 91 700 ლარი გამოიყოფა. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ აწარმოებს.

საგზაო ინფრასტრუქტურა მესამე მასივის მეათე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარედაც წესრიგდება; ამ ეტაპზე, ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი, წესრიგდება გზის დაზიანებული ნაწილი. აღნიშნული პროექტის ღირებულება 20 000 ლარია და მას სამგორის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ აწარმოებს.

კომენტარი