ნოე ხომერიკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნოე ხომერიკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

88
გაზიარება

ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, მეტრომშენის დასახლებაში, ნოე ხომერიკის(ყოფილი ვ.მიქელაძის) ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათთან ერთად ქუჩაზე მიმდინარე რეაბილიტაციაზე ისაუბრა.
კახა ლაბუჩიძემ მოსახლეობას რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად გააცნო.
პროექტის შედეგად, ნოე ხომერიკის ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პირველ ეტაპზე, კომპანია GWP-ის მიერ წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის ცვლილება განხორციელდა. მიწის ქვეშ განთავსდა „თბილისი ენერჯის“ გაზგაყვანილობის მილები, LED განათების, კომპანია „მაგთის“ და „ახალი ქსელების“ სადენები. ამჟამად, ტერიტორიაზე კომპანია “სილქნეტი“ მუშაობს.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა. 6000 კვ.მ-ზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.
სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 847 000 ლარით ფინანსდება.

კომენტარი