ფანასკერტელის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე განახლდა

ფანასკერტელის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე განახლდა

57
გაზიარება

ფანასკერტელის ქუჩა N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, კაუჩუკის საფარიან მოედანზე ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა, ასევე, რეაბილიტირდა საჩრდილობელი, მოეწყო გარე განათების სისტემა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა.
განახლებული დასასვენებელი სივრცე საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 53 323 ლარით დაფინანსდა.

კომენტარი