კახა კალაძე აბიტურიენტებს: თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნით

კახა კალაძე აბიტურიენტებს: თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნით

87
გაზიარება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია.

„მინდა, მივმართო ყველა აბიტურიენტს, რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, შვილებისთვის კეთდება. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია.  მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

კომენტარი