დიღომბარის N3-ში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

დიღომბარის N3-ში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

72
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, დიღომბარის N3-ში 252 კვადრატულ მეტრზე, მწვავედ ავარიული ფერდობის გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 105,000 ლარია. მიმდინარე პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მსგავსი სამუშაოები რაიონში ათ მისამართზე უკვე დასრულდა.

კომენტარი