ლილოს დასახლებაში ახალი სტადიონი გაიხსნა

ლილოს დასახლებაში ახალი სტადიონი გაიხსნა

72
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას და სპორტული სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, ახალი სპორტული მოედანი ლილოს დასახლებაში გაიხსნა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.

პირველი მიკრორაიონის N15-16 კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი მოედანი 370 კვ.მ ფართობზე განთავსდა. სტადიონთან დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, მოეწყო სპეციალური პანდუსი და გარემო ადაპტირდა შშმ პირთათვის.

ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედნის მოსაწყობად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 854 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „პე-ბე“-მ შეასრულა.

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 20 ახალი სპორტული მოედანი მოაწყო.

კომენტარი