სახალისო „ზებრა“ რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე

სახალისო „ზებრა“ რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე

199
გაზიარება

რუსთაველის გამზირისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სახალისო „ზებრა“ გადასასვლელი დაიხაზა. თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს განმარტებით, საზოგადოებაში ფეხით გადაადგილების მოტივაციის გაზრდის მიზნით, სამომავლოდ, მსგავსი სახის გადასასვლელები ქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე დაპროექტდება.

„შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო იერარქიის მიხედვით, ქუჩის დაგეგმარებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავების პროცესში, ყველაზე დიდი ყურადღება ფეხით მოსიარულე პირების უსაფრთხოებასა და კომფორტს ეთმობა.“ – აღნიშნულია თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო-ს ფოტო.

კომენტარი