161-ე სკოლის ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცე მოეწყო

161-ე სკოლის ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცე მოეწყო

71
გაზიარება

161-ე საჯარო სკოლაში ბავშვებისთვის მწვანე სივრცე მოეწყო.
პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ და 161-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული სკოლის ტერიტორია გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა სახის მცენარე. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურაც – მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები.
მემორანდუმის ფარგლებში, 161-ე სკოლის მოსწავლეები ადრეული ასაკიდან, შეისწავლიან მცენარეების დარგვას, გარემოზე ზრუნვას, საბოლოო ჯამში კი ბუნებასთან, გარესამყაროსთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები განუვითარდებათ.

კომენტარი