ბმა-ს ფარგლებში კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბმა-ს ფარგლებში კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

85
გაზიარება

გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 69 მისამართზე სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, 27 მისამართზე კი, მიმდინარეობს.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სადარბაზოს დაზიანებული კიბეების რეაბილიტაცია ამ ეტაპზე, ექვს მისამართზე მიმდინარეობს, ათზე კი, დასრულდა.

გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N12 კორპუსსა და N23 კორპუსშიც განხორციელდა სამუშაოები – სრულად შეიცვალა კიბები. აღნიშნული სამუშაოებისთვის, ორივე მისამართზე გამგეობის ბიუჯეტიდან 39 068 ლარი დაიხარჯა.

ზაჰესში, სვიმეონ შოთაძის N2 კორპუსში კი, ოთხივე სადარბაზოს კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოებისთვის 21 872 ლარი დაიხარჯება.

პროექტი გამგეობის მხრიდან 100 %-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი სამუშაოების ათ პროცენტს ამხანაგობის ანგარიშზე განათავსებს, რომელსაც მის კეთილდღეობას მოახმარს. მეხუთე მიკრორაიონის N12 კორპუსის ამხანაგობამ მათ მიერ შეგროვებული თანხით სადარბაზოს შესასვლელი რკინის კარი დაამონტაჟეს, შესასვლელი კედელი შეღებეს და სხვადასხვა სახის სამუშაო განახორციელეს.

პროექტს გლდანის რაონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარი