თამარაშვილის ქუჩაზე 35-მდე დაავადებულ და ხმობად ფიჭვს ჭრიან

თამარაშვილის ქუჩაზე 35-მდე დაავადებულ და ხმობად ფიჭვს ჭრიან

131
გაზიარება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლსა და ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხმობადი ხუთი ფიჭვის ხე და სამი კედარი.

აღსანიშნავია, რომ თითოეული მოჭრილი ხე ახალი ნარგაობით ჩანაცვლდება, გამწვანებულ თარგებში 50-მდე ხე და 50-მდე ბუჩქი დაირგვება.

აღნიშნულ ტერიტორიებზე, მოვლისა და აღდგენის მიზნით, ხეებზე სხვლა-ფორმირების სამუშაოებიც განხორციელდა.

სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.

სამუშაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.

კომენტარი