მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

37
გაზიარება

მთაწმინდის რაიონში, რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამჯერად, სამუშაოები ვ. პეტრიაშვილის ქუჩა N 25-27-29-ში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა.

სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 63 611 ლარი გამოიყო.

კომენტარი