ნოდარ ტურძელაძე პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა

ნოდარ ტურძელაძე პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა

95
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგებელი მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. ადგილობრივების ინიციატივითა და თხოვნით, პოლიტკოვსკაიას ქუჩის ბოლოს არსებულ ახალ სკვერში შეხვედრა გაიმართა. ნოდარ ტურძელაძესთან ერთად მოსახლეობამ სხვადასხვა საჭიროება და ამ საკითხების გადაჭრის გზები განიხილა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ორდონიანი კეთილმოწყობილი პარკი გასულ წელს მოეწყო. ადგილობრივ მცხოვრებლებს დასასვენებლად და ბავშვების გასასეირნებლად შესაბამისი პირობები არ ჰქონდათ.

კომენტარი