სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია გეოგრაფიული ობიექტისთვის ბექა ფილფანის სახელის მინიჭებაზე იმსჯელებს

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია გეოგრაფიული ობიექტისთვის ბექა ფილფანის სახელის მინიჭებაზე იმსჯელებს

129
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრი დავით უთმელიძე და ამავე რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ალექსანდრე ყაზბეგის N 1-3 ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე,  კორპუსებს შორის მდებარე, გამგეობის მიერ ახლადრეაბილიტირებულ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელი მიენიჭება.

ბექა ფილფანი საბურთალოს რაიონში დაიბადა,  გაიზარდა და  ამავე რაიონში მდებარე  საზოგადოებისთვის ცნობილი „ბექას“ ქუჩა სწორედ მის სახელს ატარებს.

გამომდინარე იქედან, რომ ქუჩის სახელდება ოფიციალურად არ მომხდარა და მას სახელი მოსახლეობამ საკუთარი სურვილით მიაკუთვნა, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია საკითხზე მსჯელობისას არსებულ გარემოებას  გაითვალისწინებს და  ქუჩას ბექა ფილფანის სახელს ოფიციალურად მიანიჭებს.

კომენტარი