„ხალხის ყვირილი“ – საპროტესტო აქცია თელ-ავივში (ფოტორეპორტაჟი)

„ხალხის ყვირილი“ – საპროტესტო აქცია თელ-ავივში (ფოტორეპორტაჟი)

90
გაზიარება

11 ივლისის საღამოს თელ-ავივში, რაბინის მოედანზე გამართულ მანიფესტაციაში 10 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ისინი არასაკმარის დახმარებას აპროტესტებდნენ ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის  ეპიდემიის პირობებში.

პოლიციასთან შეთანხმებული იყო მხოლოდ 1800 ადამიანის მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოედანზე გაცილებით მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. ასეთ პირობებში „სოციალური დისტანციის“ დაცვა შეუძლებელი იყო.

სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეებს ურჩევდნენ, მოედანზე მობილური ტელეფონების გარეშე მისულიყვნენ, რათა ხელისუფლებას მათი ადგილსამყოფელი არ დაეფიქსირებინა და სანქციები არ დაეწესებინა.

კომენტარი