რჩეულიშვილზე გრუნტის დამჭერ კედელს აწყობენ

რჩეულიშვილზე გრუნტის დამჭერ კედელს აწყობენ

67
გაზიარება

რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერ კედელს აწყობენ. მთაწმინდის რაიონის გამგებლის, დავით კირკიტაძის განმარტებით, აღნიშნული პროექტი გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტი გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის, რომელსაც ახლომდებარე სახლების დაზიანებაც შეეძლო. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

კომენტარი