ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N115-117-ში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N115-117-ში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

62
გაზიარება

ისნის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N115-117-ში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა 16 საკომუნიკაციო ჭა, პირველად მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. ამ ეტაპზე, 2 462 კვ.მ-ზე მიმდინარეობს ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 127 710 ლარით დაფინანსდა.
მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნენ.

კომენტარი