ქვემო სამგორში 3 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო

ქვემო სამგორში 3 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო

78
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას და სპორტული სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ქვემო სამგორში 3 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო. თითოეულ ზონაში 10 ტრენაჟორია დამონტაჟებული. პროექტის განხორციელებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 54 700 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „გეო-გრინი“ შეასრულა.

ახალი ფიტნეს ზონები
მოეწყო წმინდა ბარბარეს უბნის N135-ის მიმდებარედ, ჭიჭინაძის N1-ში N7 კორპუსის მიმდებარედ და წმინდა ბარბარეს უბნის N122-123-ის მიმდებარედ.

სამგორის რაიონში მიმდინარე წელს 27 ფიტნეს ზონა მოეწყო.

კომენტარი