ნაძალადევის რაიონში კორპუსების მოძველებულ ქსელებს რეაბილიტაციას უტარებენ

ნაძალადევის რაიონში კორპუსების მოძველებულ ქსელებს რეაბილიტაციას უტარებენ

51
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში კორპუსების მოძველებული ქსელების რეაბილიტაცია და შიდაკვარტალური გზების შეკეთება გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირი N35, 37 და 39-ში ხორციელდება.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები N37 კორპუსთან მიმდინარეობს, სადაც 56 გრძივ მეტრზე ახალი წყლის მილები მოეწყობა და 2 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდება. კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„გურამიშვილის N35 და 39-ში დავასრულეთ გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, სამუშაოებს ვაგრძელებთ N37-ში. წყალსადენის ქსელის შეცვლის შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ აქაც დაიგება ასფალტის საფარი. ამ პროექტით 3 კორპუსის ინფრასტრუქტურული პრობლემები გვარდება“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

გურამიშვილის გამზირი N35, 37 და 39 კორპუსების მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოყო.

კომენტარი