ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

71
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.

დასრულებული სამუშაოები გარემოს დაცვის საქალაქო სამსხურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დაათვალიერა.

ჭავჭავაძის გამზირზე N23-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში, 643 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სარწყავი და განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და გამწვანებული თარგები მოეწყო. დაიდგა სასმელი წყლის სოკო, სკამები და ურნები.

აღნიშნულ სკვერში ჯამში, 68 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო: 30 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 16 ძირი ლიგუსტრუმი, 1 ძირი ევროპული ჭყორი, 9 ძირი ბურთის ფორმის ფოტინია და 12 ძირი წყავი. გარდა ამისა, 544 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

გამწვანების სამუშაოები შპს ,,ეკოსევრის ჯგუფმა“ განახორციელა.

კომენტარი