რას წარმოადგენდა ჩორსუ ძველ თბილისში?

რას წარმოადგენდა ჩორსუ ძველ თბილისში?

159
გაზიარება

ჩორსუ – ასე ეწოდებოდა დახურულ სავაჭრო მოედანს, სადაც რასტაბაზრისგან განსხვავებით, სხვადასხვა დარგის ვაჭარ-ხელოსნები იყვნენ თავმოყრილნი. ჩორსუ სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ოთხკუთხედს ნიშნავს. სპარსეთში გზების გადაკვეთაზე ბაზარი იმართებოდა და იგი გუმბათით იხურებოდა. ამგვარი ორი ჩორსუ თბილისშიც იყო. ისინი ზომებით განსხვავდებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მცირე ჩორსუ, ჯონხანის და ხარაზხანის გადაკვეთაზე (დღევანდელ ერეკლეს, სიონის და აფხაზის (ლესელიძე) ქუჩების შესაყარზე) მდებარეობდა. მეორე, დიდი ჩორსუ კი, რასტაბაზრის დასასრულს იყო, მელიქის ქარვასლის უშუალო სიახლოვეს, დაახლოებით, დღევანდელი სიონის ქუჩის ბოლოში. ორივე ჩორსუს კვალი ნათლად იკითხება თბილისის 1800 წლის გეგმაზე. ისევე, როგორც საერთოდ, ამ ხანის ბაზრებში, თბილისის ორივე ჩორსუშიც ერთიმეორის გვერდით სრულიად სხვადასხვა სახის დუქან-სახელოსნოები იყო განლაგებული.

კომენტარი