ქუმსიაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა

ქუმსიაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა

48
გაზიარება

კრწანისის გამგეობა რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. ამ ეტაპზე, კედლის მოწყობა ხუთ მისამართზე დასრულდა, ერთზე მიმდინარეობს და ერთზე იწყება.

მათ შორის, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა ქუმსიაშვილის ქუჩაზე. კედელი კრწანისის გამგეობამ ქუჩის მიმდებარედ არსებული სკოლის მოსწავლეებისა და კორპუსის მცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით მოაწყო.

აღნიშნული სამუშაოებისთვის კრწანისის გამგეობის ბიუჯეტიდან 138 280 ლარია გამოყოფილი.

„ჩვენი რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, გზის ჩამოშლის საფრთხე საკმაოდ ხშირია. პრობლემებს ეტაპობრივად ვაგვარებთ. ორი წლის განმავლობაში, ახალი გრუნტის დამჭერი კედელი, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, 35 მისამართზე მოვაწყვეთ და მომავალშიც ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კომენტარი