წერეთლის გამზირზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

წერეთლის გამზირზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

53
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, ახალი მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს.

ამ ეტაპზე, აკაკი წერეთლის გამზირის N82-ში 850 კვ.მ ფართობზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებულია გარე განათების სისტემის მოწყობა, საპარკე სკამებისა და ურნების განთავსება. ასევე, განთავსდება საბავშვო სივრცე. საშემოდგომო რგვების დროს, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.

მოსასვენებელი სივრცის მოწყობას, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „გია კონსტრაქშენ“ 136 775 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან,ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარი