1.5 მილიონ დოლარად გაყიდული 78-წლიანი ისტორია – სახლი გასული საუკუნის 30-იანებიდან

1.5 მილიონ დოლარად გაყიდული 78-წლიანი ისტორია – სახლი გასული საუკუნის 30-იანებიდან

111
გაზიარება

1938 წელს ტომ და ჟან ჩიტამები სიდნეიში გადავიდნენ საცხოვრებლად და თავიანთ პირველ და ერთადერთ სახლში დასახლდნენ. აქ აღზარდეს ორი შვილი და შვილიშვილებს, შვილთაშვილებსა და მათი შვილებს ამ სახლში მოესწრნენ. როცა მოხუცებს 103 და 100 წლები შეუსრულდათ, გადაწყვიტეს, სახლი გაეყიდათ და სიცოცხლის ბოლო წუთები კერძო საავადმყოფოში გაეტარებინათ, რამდენადაც მათ მუდმივი მოვლა სჭირდებოდათ.

ამ სახლში შესვლისას უძრავი ქონების აგენტები და მყიდველები აღფრთოვანდნენ: თითქოს, იქ დრო 1938 წელს გაჩერდა, მას შემდეგ, ტომსა და ჟანს აქ არაფერი შეუცვლიათ, მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს აკეთებდნენ. ავეჯი, ხალიჩა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კედლების მოპირკეთება – ეს ყველაფერი შეუცვლელი იყო. ყველაზე მეტად სტუმრები შეუდარებელი წესრიგითა და სახლის იდეალური მდგომარეობით იყვნენ აღტაცებული.

ძველი სახლის ინტერიერი

საქმე ისაა, რომ ჟანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ახალგაზრდობიდანვე აწუხებდა, ამიტომ საშინაო საქმეები საკუთარ თავზე ტომმა აიღო. სანამ საცხოვრებელს სამუდამოდ დატოვებდა, მან გაზონი ჩვევისამებრ გაკრიჭა.

თავისი უჩვეულო ინტერიერის წყალობით, სახლი დაუჯერებელ ფასად – 1.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ამ შესანიშნავი სახლის შესახებ რომ გაიგეს, დათვალიერების სურვილი გაუჩნდათ. კეთილი მოხუცები სიამოვნებით შეხვდნენ ასეთ ინტერესსა და ყურადღებას, ამიტომ დამთვალიერებლებისთვის უარი არ უთქვამთ.

წყარო: სახლი და დიზაინი

კომენტარი