NASA – ს განცხადებით, ივლისის თვეში ადამიანები 5 პლანეტის დანახვას შეძლებენ

NASA – ს განცხადებით, ივლისის თვეში ადამიანები 5 პლანეტის დანახვას შეძლებენ

225
გაზიარება

თუ გსურთ, რომ მოსაწყენ საკარანტინო პერიოდს მოწყდეთ და პლანეტის მიღმა აღმოჩნდეთ, მაშინ გამორთეთ ტელევიზორი და ცაში აიხედეთ.

NASA – ში აცხადებენ, რომ აშშ-ში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეუიარაღებელი თვალით შეძლებენ მერკურის, ვენერას, მარსის, სატურნისა და იუპიტერის დანახვას.

„ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, რომ ამ ზაფხულს ასეთი თვალისმომჭრელი სანახაობის ხილვა შეგვეძლება. ზოგჯერ ადამიანები სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმ ყოველივეს, რაც გარშემო ხდება, თუმცა ახლა ჩვენ გვექნება შანსი, რათა მზის სისტემას სამუშაო სივრცეებიდან დავაკვირდეთ. “, – ამბობს გრიფიტის ლაბორატორიის კურატორი, ლაურა დენლი.

თუ ადრე გამღვიძებელთა რიგს არ მიეკუთვნებით, ამ არაჩვეულებრივი ციური სილამაზის სანახავად მცირე ძალისხმევაა დაგჭირდებათ. ხუთივე პლანეტა განთიადამდე 1 საათის ინტერვალში აღმოსავლეთისკენ გამოჩნდება. სანახაობისთვის თავისუფალი ჰორიზონტი დაგჭირდებათ, ასევე, ურიგო არ იქნება თუ მერკურის დასანახად ჭოგრიტს მოიმარჯვებთ. ტელესკოპის გარეშე შეძლებთ კომეტის ხილვასაც.

აღნიშნული მოვლენა საკმაოდ იშვიათია, რაც გამოწვეულია მზესთან მერკურის ორბიტის სიახლოვით, რომელიც თვის ბოლოს ბნელში მოექცევა. ყურადსაღებია ოთხი პლანეტის (ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი) ურთიერთსიახლოვე.

„უმეტესწილად ისინი ფართო არეალზე არიან განლაგებულნი და მათი ერთდროულად ნახვა მართლაც შესანიშნავი იქნება“, – განაცხადა დენლიმ.

მერკური თვის ბოლოს გაუჩინარდება, ხოლო დანარჩენი პლანეტები მთელი ზაფხულის განმავლობაში ხილული იქნებიან.

კომენტარი