სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა

53
გაზიარება

თბილისის მერი, კახა კალაძე პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 ავტომობილი გადაეცა. მათგან – 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების სტანდარტული მანქანაა, ხოლო – 15 მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა შორის კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

აღნიშნული ავტომობილებიდან მაღალი გამავლობის რვა სასწრაფო დახმარების მანქანა დედაქალაქს მოეხმსახურება, დანარჩენი კი რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.

კომენტარი