თბილისში მწვანე ნარგავების წამლობა გრძელდება

თბილისში მწვანე ნარგავების წამლობა გრძელდება

64
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში პერმანენტულად ახორციელებს. სამსახურის მიერ მიმდინარე წლის წლის 21 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი შეიწამლა. აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე მიმდინარეობს. მწვანე ნარგავის წამლობა შემდეგ მისამართებზე განხორციელდა: აეროპორტის დასახლება; წმინდა ნიკოლოზის სახ. ტაძრის მიმდებარედ; ორხევი; აბზიანიძის ქუჩის და ახვლედიანის ქუჩის შორის არსებული სკვერი; სამტრედიის ქუჩა; ფონიჭალა-3, კორპ.#30-ის მიმდებარე; ქვედა ფონიჭალას სკვერი; საბურთალოს სასაფლაოს ცენტრალური შესასავლელის და გარე პერიმეტრზე არსებული კიპარისები; გლდანის 3მ/რ, კორპ 3-ის მიმდებარედ; მიცკევიჩის და გამრეკელის ქუჩების კვეთა; ტუბეკულოზის ცენტრის ტერიტორია (ლ.მარუაშვილის ქ.#50); ც.დადიანის #87 -ის მიმდებარედ; ვარკეთილი-3, კორპ.420 და კორპუსი #407 მიმდებარე ტერიტორიები; ვარკეთილის ზედა პლატო, მე-2 მ/რ, მე-17 კორპუსის მიმდებარე; მაჩაბლის ქ.N 9; ლადო ასათიანის ქ.N 40; იპ. ხვიჩიას ქ. N 30; ნუცუბიძის მე-5 მ/რ, კორპ/ 3 და 2მ/რ, მე-7 კორპუსის მიმდებარე; რიყის პარკი; ვერის ბაღი; მზიურის პარკი. მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარი