რა ზომები უნდა მივიღოთ ტრასაზე Covid – 19 – თან დაკავშირებით?

რა ზომები უნდა მივიღოთ ტრასაზე Covid – 19 – თან დაკავშირებით?

89
გაზიარება

წლევანდელი ზაფხული გზების კანონების მიხედვით წარიმართება. ყოველივე ეს კი უმარავი ოჯახის დასვენების გეგმებს ცვლის და ავტომობილით მოგზაურობისკენ უბიძგებს. მათ რიგებში აშშ-ს მოქალაქე რობინი და მისი თინეიჯერი ვაჟი, ქაიც მოიაზრებიან.

„ზაფხულის არდადეგებზე ჩვენ ევროპაში წასვლას ვგეგმავდით, თუმცა ახალმა კორონავირუსმა გეგმები წყალში ჩაყარა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ძველმოდური საავტომობილო მოგზაურობა მოგვეწყო. მე გარკვეულწილად აღელვებული ვარ და უსაფრთხოების შესაბამის ზომებსაც ვიღებ, რადგან არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გზაზე Covid-19 – ის საშიშროების შესახებ ვდარდობ,“ – აცხადებს რობინი.

წელს ათობით მილიონი ადამიანი იმავე ხერხს მიმართავს, რასაც რობინი.

„ამ რეალობაში შვებულების გატარების ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი ალბათ არის ავტომობილი და დროის ისეთ სივრცეებში გატარება, სადაც დაცულია, როგორც სოციალური დისტანციის, ისე სხვა აუცილებელი ზომები,“- ამბობს დოქტორი სამოგზაურო მედიცინისა და გლობალური ჯანმრთელობის მიმართულებით, კიტ ერმითეჯი.

და მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საგზაო სვლამ უსაფრთხოდ ჩაიაროს?

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ 3 მნიშვნელოვანი დეტალი :  დაშვებული საბურავი, დამჯდარი ელემენტი და ადამიანები, რომლებიც თავიანთ სატრანსპორტო საშუალებას არიან მიჯაჭვული. თუ თქვენი მცდელობის მიუხედავად ავტომობილი არ იქოქება, ელემენტი უნდა გამოცვალოთ. სცადეთ ამ პროცედურის ჩატარება ტექნიკოსთან ერთად და მანქანიდან არ გადმოხვიდეთ. სასურველია, ამისთვის თან გქონდეთ დამატებითი გასაღები,“ – განაცხადა ავტომობილების სპეციალისტმა, რობერტ სინკლერმა.

ამასთან ერთად, ერთ-ერთი აუცილებელი დეტალი, რომელსაც საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ, საბურავში არსებული წნევაა, რომელიც უნდა შევამოწმოთ. ეს საჭიროა იმ პირობის გათვალისწინებით, თუ პანდემიის განმავლობაში ავტომობილს ხშირად არ იყენებდით. ტრასაზე გასვლამდე, სასურველია შესაბამისი აპლიკაციების გადმოწერა, რომლებიც მთელი რიგი გართულებების შემთხვევაში, თქვენ დახმარებას შეძლებენ.

კომენტარი