აშშ – ში პედაგოგმა საკლასო ოთახი Covid-19-თან დაკავშირებული სტანდარტებით მოაწყო

აშშ – ში პედაგოგმა საკლასო ოთახი Covid-19-თან დაკავშირებული სტანდარტებით მოაწყო

120
გაზიარება

არსებულ ვითარებაში, როდესაც Covid – 19 -ის გამო დახურული სკოლები გასახსნელად ემზადებიან, კოლორადოს შტატში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პედაგოგმა გადაიღო ვიდეო, თუ როგორ ამზადებს საკლასო ოთახს იმისთვის, რათა სკოლამ ბავშვები მიიღოს.

ქეით ო კონორმა პროცესი ვიდეოზე აღბეჭდა და ფეისბუქზე განათავსა, სადაც ის 4 მილიონმა ადამიანმა ნახა.

კონორს მეხუთე კლასისთვის განკუთვნილი სამეცნიერო ოთახიდან მთელი ავეჯის ალაგება მოუწია, რათა სივრცე ისე მოეწყო, როგორც „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის“ რეკომენდაცია ითვალისწინებს.

„იმ დროს, როდესაც ყველა ერთად ისხდება, გადაადგილება არავის შეეძლება. ბავშვებს უფროსებივით მოუწევთ, ნიღბები გაიკეთონ. მე აღელვებული ვარ, რადგან არ ვიცი რას უნდა ველოდოთ“, – აცხადებს ქეითი.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ჩივილების გამო, მრავალი პედაგოგი დისტანციური სწავლებიდან სკოლებში დაბრუნების წინააღმდეგია.

კოლორადოს შტატში ინფიცირებულთა რიცხვმა 45 000 – ს მიაღწია.

მიუხედავად ამისა, ო კონორის სკოლა გახსნას მაინც აპირებს. მშობლებს საშუალება ექნებათ, გადაწყვიტონ, დატოვონ თავიანთი შვილები დისტანციურ სწავლებაზე, თუ გაუშვან სკოლაში.

წელს ო კონორს კლასში 22 მოსწავლე ყავს, თუმცა სულ 20 მერხი აქვს. მათი ნაწილი დისტანციურ კურსს გაივლის. თითოეული პედაგოგი ვალდებული იქნება, ატაროს საკუთარი სანიტარული პროდუქცია და დაიცვას შესაბამისი ნორმები.

კონორმა ზემოხსენებული ვიდეო 20 ივლისს გაავრცელა, სადაც კლასის მოწყობას აღწერდა. მან აღნიშნა, თუ როგორ უყვარს სასწავლო პროცესი, გამოთქვა საკლასო ოთახში ყოფნის სურვილი, თუმცა დაამატა, რომ ამ ფორმით რთულია მოსწავლეს მისცეს ის სითბო, რასაც აქამდე აძლევდა.

„მე ვცხოვრობ სივრცეში, სადაც ყველა ბავშვს არ აქვს ფერადი ცხოვრება. მე ვიცი მათი ამბები, რომლებიც არც თუ სახარბიელო მოცემულობებს მოიცავს. მე მათ სახეებს ვეღარ დავინახავ და მათ ჩახუტებას ვერ შევძლებ. არ მინდა ბავშვებს იდაყვით ვესალმებოდე. მინდა ჩავეხუტო და ძველებურად მივესალმო, რადგან მოსწავლეებს ეს ძალიან სჭირდებათ“, – ამბობს პედაგოგი.

მისი თქმით, გადაღებულმა ვიდეომ არაერთ მასწავლებელში აღძრა სურვილი, რათა სკოლაში დაბრუნებასთან დაკავშირებით თავიანთი განცდები გადმოეცათ.

„ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ადამიანებმა მასწავლებლებს მხარი დაუჭირონ. ჩვენ მეომრები ვართ, თუმცა ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ვიბრძვით ომში, რომელიც თავად არ შეგვიქმნია და ვაკეთებთ იმას, რასაც გვეუბნებიან. ჩვენ ვცდილობ მინიმალური საშუალებებით მაქსიმალური გავაკეთოთ“, – განაცხადა ქეით ო კონორმა.

კომენტარი