თამარაშვილის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა

თამარაშვილის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდა

69
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, თამარაშვილის ქუჩაზე, მასშტაბური გამწვანების სამუშაოები განახორციელა.

დასრულებული სამუშაოები გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა ტოგონიძესთან ერთად ადგილზე მოინახულა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დაავადებული და ხმობადი 8 ძირი ფიჭვის ხე მოიჭრა და მათ სანაცვლოდ 23 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 1 ძირი ლიგუსტრუმი შტამპზე, 3 ძირი სპირალის ფორმის ლეილანდის კუპრესოციპარისი, 57 ძირი ფოტინია, 325 ძირი ნანდინა, 96 ძირი იაპონური კვიდო, 67 ძირი პრიალა ძახველი, 3 ძირი უთხოვარი და 1469 ძირი ვაციწვერა დაირგო. გარდა ამისა, ტერიტორიაზე 1000 კვადრატულ მეტრ ფართობამდე ბალახის საფარიც დაიგო.

კომენტარი