დიდუბის გამგეობამ ორ ეზოში ასფალტის მოწესრიგება დაასრულა

დიდუბის გამგეობამ ორ ეზოში ასფალტის მოწესრიგება დაასრულა

44
გაზიარება

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. აკაკი წერეთლის გამზირის N12-სა და აგლაძის ქუჩის N34-ში მდებარე ეზოებში ასფალტის მოწესიგება დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო განხორციელდა. მოიხსნა ასფალტის დაზიანებული ფენა, ბორდიური და ტროტუარი, ამის შემდგომ კი, 2482 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 103 599 ლარი გამოიყო, სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ შეასრულა.

კომენტარი