ნაძალადევში კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევში კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

57
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩა N29 კორპუსში სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები 924 კვ.მ ფართობზე შესრულდა, ასევე, 159 მ სიგრძის წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 26 852 ლარი გამოიყო.

კომენტარი