ვაზისუბანში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

ვაზისუბანში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

59
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა, ვაზისუბანში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების შედეგად ვაზისუბნის 3 მ/რ, 2 კვ, 15 კორპუსის მიმდებარედ, წითელ ხაზებში არსებული წყალარინებისა და წყალმომარაგების შიდა ქსელის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, მოეწყობა 21 ჭა და ასფალტის საფარი დაიგება.
ვაზისუბნის დასახლებში N1 კორპუსში 6 სადარბაზოს რკინის კარი შეიცვალა, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სადარბაზოს შესასვლელების გადახურვა, ხოლო ვაზისუბნის დასახლება N18 -ში 16 სართულიან კორპუსში კიბეების, მოაჯირებისა და კიბის უჯრედების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 173 087 ლარით ფინანსდება.
მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელიმ კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატებიმ ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი ადგილზე გაეცნენ.

კომენტარი