აშშ-ში, გახსნილი სკოლები, შესაძლოა, ხელახლა დაიხუროს

აშშ-ში, გახსნილი სკოლები, შესაძლოა, ხელახლა დაიხუროს

134
გაზიარება

Covid-19 – ით ინფიცირებულთა ზრდის კვალდაკვალ, როდესაც სკოლებმა არცთუ დიდი ხნის წინ გახსნა დაიწყეს, არაერთი მათგანი ხელახლა დახურვის ზღვარზეა. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მოსალოდნელია უსიმპტომო დაავადებულთა რიცხვის ზრდა.

„მადლობა იმ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც დაავადებასთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან, ჩვენ ვაფასებთ თქვენს ღვაწლს, მაგრამ გთხოვთ, რომ იყოთ ფრთხილად, რადგან წინ ძალიან დიდი სამუშაო გველის“, – აცხადებს ფაუჩი.

სპეციალისტის ერთ-ერთ მთავარ საფიქრალს სასკოლო სისტემა წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეებს სკოლაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში კი, რომელმაც სწავლება მცირე ხნის წინ განაახლა, მასწავლებლებისა და სასკოლო პერსონალის 300 წევრს ვირუსზე დადებითი პასუხი დაუდგინდა.

ქვეყანაში მყოფი არაერთი ოჯახისთვის, მოსწავლეების სკოლაში გაგზავნა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებად იქცა.

ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული პროცესი მარტივად ვერ ჩაივლის, რადგან ადამიანები ზოგჯერ სოციალური დისტანციის პრინციპს არ იცავენ და პირბადის გარეშე ხალხმრავალ შეკრებებს უერთდებიან. ეს შეიძლება იყოს წვეულება თუ სპორტული შეჯიბრის მიზნით გამოწვეული თავყრილობა. ერთ-ერთი ასეთი შეკრების შემდეგ ახალი კორონავირუსი 28 სპორტსმენს დაუდგინდა.

იმ შემთხვევაშიც, როდესაც სკოლები უსაფრთხოების დასაცავად საჭირო რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, საკლასო ოთახებში დაბრუნებული ბავშვები დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ინდიანას უნივერსიტეტში მყოფი მოსწავლის დედამ ფბ-ის მეშვეობით განაცხადა, რომ მიუხედავად რუტინული ტესტირებისა და სოციალური დისტანციის პრინციპის დაცვისა, მისი შვილი ინფიცირებულია. როგორც ირკვევა, დაავადებულს გაძნელებული სუნთქვა აღენიშნებოდა და იგი ამჟამად საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მშობელმა საზოგადოებას მეტი ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

კომენტარი