კრწანისის რაიონში, ბერიძის ქუჩაზე, ასფალტის საფარი იცვლება

კრწანისის რაიონში, ბერიძის ქუჩაზე, ასფალტის საფარი იცვლება

72
გაზიარება

კრწანისში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, საგზაო სამუშაოები სხავადასხვა მისამართზე პარალელურად ხორციელდება.

ფონიჭალაში, ბერიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა. 2700 კვ.მ-ზე მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიურები.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 85 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ ფონიჭალაში 2018 წლიდან დღემდე, საგზაო ინფრასტრუქტურა 32 მისამართზე მოწესრიგდა. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ მისამართებზე, სადაც აქამდე საფარი საერთოდ არ არსებობდა.

კომენტარი