ჭონქაძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

ჭონქაძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

85
გაზიარება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. ჭონქაძის ქუჩაზე №18-ის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 23 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა. აღნიშნული პროექტი სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. პროექტს მთაწმინდის რაიონის გამგეობა აფინანსებს და ბიუჯეტიდან 96 109 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ბესკო“ ასრულებს.

კომენტარი