ისნის რაიონის გამგეობა დასასვენელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს

ისნის რაიონის გამგეობა დასასვენელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს

88
გაზიარება

ამჟამად, ვაზისუბანში წულუკიძის ქუჩა 4 შესახ. 4 კორპუსის მიმდებარედ, საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 650კვ.მ. ფართობზე საბავშვო მოედანი, გარე განათების სიტემა, საფეხმავლო ბილიკები დამონტაჟდა, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე, განთავსდა სკამები და ურნები. მოეწყო რკინაბეტონის კიბე.
სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარით დაფინანსდა.
შესრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ და მაჟორიტარ დეპუტატებთან, ირაკლი აბუსერიძესა და ლევან დავითაშვილთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარი