ტეხასელმა წყვილმა პლაზმის დონაციით 68 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

ტეხასელმა წყვილმა პლაზმის დონაციით 68 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

113
გაზიარება

ტეხასის შტატში, კერძოდ, სან ანტონიოში მცხოვრები ბრაიან და დინა მერფები წარმოადგენენ წყვილს, რომელმაც Covid-19 გადაიტანა და რომელიც საკუთარი პლაზმით სხვა დაავადებული ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. მათ უკვე მოახერხეს 68 თანამოქალაქის დახსნა ვირუსის კლანჭებისგან და ეს ციფრი ეტაპობრივად იზრდება.

„მე ღმერთმა გადამარჩინა და ვიგრძენი, რომ მისი სურვილი იყო გამეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებ“, – აცხადებს 60 წლის დინა.

თავდაპირველად, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, მათ არ იცოდნენ იყვნენ თუ არა ინფიცირებულები.

59 წლის ბრაიანმა, რომელსაც სინუსიტი აწუხებს, მარტის თვეში სისუსტე იგრძნო, მაგრამ, რადგანაც მას Covid-19 – თვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი არ აღენიშნებოდა, ექიმებმა მისი მდგომარეობა ზემოხსენებულ დაავადების სტანდარტულ ფაზას დააბრალეს.

„მე ძალიან დაღლილი და უენერგიო ვიყავი. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კი არაფრის სურვილი არ მქონია“, – ამბობს ბრაიანი.

დინასთვის ყველაფერი ცხელებით დაიწყო, თუმცა მისი ფილტვების შემოწმების შემდეგ, ექიმმა მას უთხრა, რომ მისი ეჭვით, დინა ვირუსის მატარებელი არ იქნებოდა. საბოლოოდ, მან ტესტზე დადებითი პასუხი აჩვენა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაიანს დადებითი პასუხი არ უჩვენებია, დინას ღრმად სწამს, რომ ვირუსი მეუღლისგან გადაედო. მას შემდეგ, რაც ბრაიანმა გარკვეული პროცედურები ჩაიტარა, აღმოჩნდა, რომ მას ახალი კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა.

„მას ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც ვირუსთან ბრძოლის ნიშანია და გადმომდო ის, რასაც იგი სინუსიტს აბრალებდა“, – ირწმუნება დინა მერფი.

დინას მდგომარეობა აპრილიდან გაუმჯობესდა, ბრაიანის კი ივნისიდან. ამ პერიოდიდან ისინი თავიანთ პლაზმას გასცემენ და ცდილობენ ისევე გადაარჩინონ ადამიანები, როგორც თავად გადაურჩნენ გლობალურ პანდემიას.

პლაზმის გაცემა უმნიშვნელოვანესი აქტია, რადგან საავადმყოფოები სავსეა მისი მსურველი პაციენტებით“, – ამბობს ბრაიანი.

„ჩვენ გვსურს, რომ სიკეთეს სიკეთით ვუპასუხოთ და ისე ვიმოქმედოთ, როგორც ერთიან საზოგადოებას შეეფერება. პლაზმის გაცემა სისხლის დონაციაზე მარტივია. ისინი პლაზმას თქვენი სისხლიდან იღებენ და შემდეგ სისხლს უკან აბრუნებენ. თქვენ ფაქტობრივად ვერაფერს გრძნობთ, გარდა მცირე სიგრილისა. ეს ძალიან მარტივი პროცედურაა და ცოტა მეტ დროს მოითხოვს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გადარჩენილი ადამიანები იმავეს გააკეთებენ და გაიაზრებენ, რომ ამ მოქმედებით ისინი სამყაროს გადარჩენაში მონაწილეობენ“, – აცხადებს დინა მერფი.

კომენტარი