ხაბეიშვილის N3-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ხაბეიშვილის N3-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

82
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობა სხვადასხვა უბანში კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცეების მოწყობას განაგრძობს.

ამ ეტაპზე, სკვერის რეაბილიტაცია ხაბეიშვილის N3-ში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდა შესაბამისი ურბანული ავეჯი.

პროექტის ფარგლებში, ასევე, რბილი საფარი დაიგება. სამუშაოების შედეგად, მოეწყო ქვის ხალიჩა დრენაჟის ფუნქციით. გარდა ამისა, სკვერში დაირგვება სხვადასხვა მცენარეები.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 33 000 ლარს შეადგენს.

კომენტარი