ექიმმა ამშობიარა ქალი, რომელიც 25 წლის წინ მის ხელში დაიბადა

ექიმმა ამშობიარა ქალი, რომელიც 25 წლის წინ მის ხელში დაიბადა

317
გაზიარება

ექიმმა ამშობიარა 25 წლის წინ მის ხელში დაბადებული გოგონა, რომელსაც ვაჟი შეეძინა.

ტეხასის შტატში, სან ანტონიოს მეთოდისტთა საავადმყოფოს ექიმმა, ბრაიან კოქსმა, 1995 წლის 23 მარტს ლორენ კორტესის დედა, ისაბელ ლუნა, ამშობიარა, რომელიც 2 კვირა მისი პაციენტი იყო.

„ლორენი ჩემთან ორსულ მდგომარეობაში მოვიდა და ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, რადგან დედამისი ჩემ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია. მთელმა ორსულობის პერიოდმა მხიარულად ჩაიარა“, – აცხადებს კოქსი.

კორტესის განცხადებით, მან ბრაიანი თავის ექიმად მას შემდეგ ისურვა, რაც დედამისის მიერ ექიმის შეფასება მოისმინა. კორტესის ვაჟიშვილი 26 ივლისს დაიბადა და ის 2,7 კგ – ს იწონის.

„დოქტორმა კოქსმა ბავშვს დაბადებისთანავე, ეს დღე სიმღერით მიულოცა. ის ფაქტი, რომ ბავშვის დაბადების პროცესს ასეთი მცირე დრო დასჭირდა, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. დედამ მითხრა, რომ ექიმმა იგივე სიმღერა დაბადებისას მე და ჩემს ძმასაც გვიმღერა“, – ამბობს კორტესი.

კორტესმა თავისი ისტორია ტვიტერის საშუალებით გაასაჯაროვა და მისი ამბავი 82 000 – ჯერ იქნა გაზიარებული.

კორტესი და მისი მეუღლე იმედოვნებენ, რომ ექიმი კოქსი იქამდე გააგრძელებს საქმიანობას, სანამ მათ ახალშობილ ვაჟს შვილი არ ეყოლება.

კომენტარი